1990-იანი წლებიდან მოყოლებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემის გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა. ახალგაზრდებს შორის სმს მედიატიზირებული ინტერაქციის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც პოპულარობით უკვე ჩატს, ელექტრონულ ფოსტას, ხმოვან შეტყობინებებსა და თვით სატელეფონო საუბარსაც კი უსწრებს.

სმს ხდება ერთგვარი კულტურა, რომელსაც მრავალმხრივი მოხმარება და მომხმარებელთა მრავალფეროვანი წრე გააჩნია. სმს უკვე საგრძნობლად გასცდა თავის თავდაპირველ -კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ფუნქციებს და გახდა შემოქმედებისა და არტისტული ინოვაციის საშუალება.

პოექტის მიზანია სმს-ის, როგორც ახალი კულტურისა და მასთან დაკავშირებული ახალი სამეტყველო ტიპის თავისებურებების გამოვლენა-შესწავლა. 
Mercredi 14 octobre 2009 3 14 /10 /Oct /2009 09:24

იტალიურ სტუდიაში , adriano design,   გამოიგონეს ხატულების კლავიატურა -  bajca, რომლის დევიზია "ახალი ემოციური კომუნიკაციები". ახალი კლავიატურა კომპიუტერს უერთდება და  სპეციალურ კლავიშებზე განლაგებული 16 სხვადასხვა ემოციის გამოყენების საშუალებას იძლევა. 



bajca-ს ხატულები ასევე  შეიძლება ამოღებულ იქნას  კლავიატურიდან და სხვადასხვა ემოციის გამომხატველი პტარა ბურთულები სამკაულებად ან აქსესუარებად იქნას გამოყენებული.


Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires
Retour à l'accueil

კომენტარები

Créer un blog gratuit sur over-blog.com - Contact - C.G.U. - Rémunération en droits d'auteur - Signaler un abus