Partager l'article ! სმს-ის ტექნიკური უპირატესობები და შეზღუდვები: სმს ...
საიტი მიზნად ისახავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებათა სერვისთან დაკავშირებული ენობრივი,
ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შესწავლას. თქვენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი კომენტარი, მოსაზრება თუ შემოთავაზება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პროექტს.
შეტყობინების გაგზავნა შესაძლოა მაშინაც კი, როცა ადრესატის ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. როგორც კი ადრესატი ხაზზე გამოვა, შეტყობინება მიეწოდება. გამგზავნი კი ამ დროს მიიღებს მოხსენებას, რითაც შეიტყობს ადრესატის ხაზზე გამოსვლის შესახებ.
SMS-ის გაგზავნა შეიძლება მაშინც, როცა ადრესატი ტელეფონით საუბრობს.
SMS უხმაუროა - ზარის გამორთვის შემთხვევაში SMS-ის მიღება შეიძლება გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი დარჩეს.
SMS არ მოითხოვს დაუყოვნებელ პასუხს.
მომხმარებელს შეუძლია SMS-ის კონტროლი. შესაძლებელია მობილურ ტელეფონში გაგზავნილი/მიღებული შეტყობინების შენახვა და საჭიროების დროს მისი გამოყენება.
SMS შეტყობინებას თავისი შეზღუდვებიც გააჩნია. ძნელია პატარა, შედარებით რთულ კლავიატურაზე ასოების აკრეფა, შეტყობინების სიგრძე 160 ნიშნითაა შეზღუდული, ეკრანიც პატარაა.
აპარატი სწრაფად იცლება და ხშირად სჭირდება დამუხტვა.
კომენტარები