1990-იანი წლებიდან მოყოლებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემის გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა. ახალგაზრდებს შორის სმს მედიატიზირებული ინტერაქციის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც პოპულარობით უკვე ჩატს, ელექტრონულ ფოსტას, ხმოვან შეტყობინებებსა და თვით სატელეფონო საუბარსაც კი უსწრებს.

სმს ხდება ერთგვარი კულტურა, რომელსაც მრავალმხრივი მოხმარება და მომხმარებელთა მრავალფეროვანი წრე გააჩნია. სმს უკვე საგრძნობლად გასცდა თავის თავდაპირველ -კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ფუნქციებს და გახდა შემოქმედებისა და არტისტული ინოვაციის საშუალება.

პოექტის მიზანია სმს-ის, როგორც ახალი კულტურისა და მასთან დაკავშირებული ახალი სამეტყველო ტიპის თავისებურებების გამოვლენა-შესწავლა. 
Vendredi 18 avril 2008 5 18 /04 /Avr /2008 20:16
მართალია, სმს კულტურა დღეისთვის ყველა საზოგადოებრივ ფენასა და სფეროშია ფეხმოკიდებული, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია იგი მოზარდებში, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. გარდა იმისა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება სწრაფი და იაფია, იგი უხმაუროცაა, მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია გამორთოს მიღების სიგნალი და სმს-ის მოსვლას ტელეფონის მფლობელის გარდა ვერავინ გაიგებს.  ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის, რომელთა უმრავლესობა ძირითადად ღამით მიმოწერას ამჯობინებს, ხშირად სკოლაში, გაკვეთილებზეც კი აქვთ მიმოწერა, შეტყობინებების ხასიათი კი ბევრ შემხვევაში სასიყვარულოა.

სმს-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სოციალურ ასპექტსაც უკავშირდება.  სმს მიმოწერა გარკვეული ჯგუფის წევრობის შეგრძნებას აძლიერებს. პირველ რიგში იგი გამუდმებით კონტაქტზე ყოფნის საშუალებას იძლევა. მეორეც, მასში გამოყენებული ენა ხშირად გარკვეული სპეციფიური მეტყველებაა, რომელიც ერთგვარი დიალექტის სახეს იღებს და მხოლოდ სმს-ის მომხმარებელთა კონკრეტული წრისთვისაა გასაგები. აქედან გამომდინარე ადვილი ასახსნელია რატომაც ხიბლავს სმს განსაკუთრებით მოზარდებს - ეს დაშიფრული ენა მშობლებისთვის ძნელი გასაგებია და ამიტომ ადვილად ნარჩუნდება საიდუმლოებები.


მართალია მედიუმი, კომუნიკაციის ტექნიკური საშუალება საერთოა სმს-ის ყველა მომხმარებლისთვის, მაგრამ ენის საშუალებით, ლინგვისტური გამოვლინებებით სხვადახვა დაჯგუფებები ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთგვარად ინარჩუნებს / იქმნის ჯგუფურ და პირად იდენტურობას. ამგვარად, სმს აკრონიმების გამოყენება მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოახდინოს საკუთარი თავის სტილიზირება, წარმოდგეს როგორც თანამედროვე და “მაგარი”.

Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires
Retour à l'accueil

კომენტარები

Créer un blog gratuit sur over-blog.com - Contact - C.G.U. - Rémunération en droits d'auteur - Signaler un abus