1990-იანი წლებიდან მოყოლებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემის გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა. ახალგაზრდებს შორის სმს მედიატიზირებული ინტერაქციის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც პოპულარობით უკვე ჩატს, ელექტრონულ ფოსტას, ხმოვან შეტყობინებებსა და თვით სატელეფონო საუბარსაც კი უსწრებს.

სმს ხდება ერთგვარი კულტურა, რომელსაც მრავალმხრივი მოხმარება და მომხმარებელთა მრავალფეროვანი წრე გააჩნია. სმს უკვე საგრძნობლად გასცდა თავის თავდაპირველ -კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ფუნქციებს და გახდა შემოქმედებისა და არტისტული ინოვაციის საშუალება.

პოექტის მიზანია სმს-ის, როგორც ახალი კულტურისა და მასთან დაკავშირებული ახალი სამეტყველო ტიპის თავისებურებების გამოვლენა-შესწავლა. 
Lundi 21 avril 2008 1 21 /04 /Avr /2008 07:22
გრაფიკული სიცილაკების ანალოგს წარმოადგენს მათი ტექსტური ვარიანტები, რომელთა გამოხატვაში გამოიყენება მხოლოდ სასვენი ნიშნები. პირველი ტექსტური სიცილაკები,  :-) და :-(  ,  შემოთავაზებულ იქნა 1982 წლის 19 სექტემბერს კარნეჯი მელონ უნივერსიტეტის (Carnegie Mellon University) კომპიუტერული მეცნიერებების კათედრის პროფესორის, სკოტ ე. ფალმანის მიერ უნივერსიტეტის ფორუმზე არსებული შეტყობინებების სახუმარო ან სერიოზული ხასიათის აღსანიშნავად.

19-Sep-82 11:44 Scott E Fahlman :-)

From: Scott E Fahlman

I propose that the following character sequence for joke markers: :-)

Read it sideways. Actually, it is probably more economical to mark things that are NOT jokes, given current trends. For this, use :-(

(იხ. მიმოწერის სრული ვარიანტი)

ტექსტური სიცილაკების აგების პრინციპი მარტივია : საკმარისია თავი 90 გრადუსით შეაბრუნო მარცხნივ, რომ ადვილი გასარჩევია სტილიზებული სახის ფორმა, რომელშიც ორი წერტილი თვალებს გამოხატვს, ტირე - ცხვირს, ფრჩხილი კი - პირს. დღეისთვის არსებობს ტექსტური სიცილაკების მარცხნივ შებრუნებული ვერსიებიც, რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.


ბევრი კომპიუტერული პროგრამა, მათ შორის word-ი, ინტერნეტ ფორუმები და მყისიერ შეტყობინებათა სერვისები (ე.წ. მესინჯერები) კლავიატურაზე აკრეფილ ტექსტურ სიცილაკს ავტომატურად გარდაქმნის შესაბამის გრაფიკულ ექვივალენტად. ამგვარი გრაფიკული სახეები გაცილებით მდიდარია ვიზუალურად, მათ წასაკითხად არ არის საჭირო თავის შებრუნება, ზოგ შემთხვევაში ანიმაციურიცაა. ამის მიზეზია ის, რომ ისინი არ არის ASCII-ს ნიშნებით (American Standard Code for Information Interchange, ალფანუმერული ნიშნების გამოსახვის სტანდარტული კოდი) შეზღუდული და წარმოადგენს Gif –ის ფორმატის სურათებს.

 

(იხ. სკოტ ფალმანის გვერდი)

Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires
Retour à l'accueil

კომენტარები

Créer un blog gratuit sur over-blog.com - Contact - C.G.U. - Rémunération en droits d'auteur - Signaler un abus