1990-იანი წლებიდან მოყოლებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემის გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა. ახალგაზრდებს შორის სმს მედიატიზირებული ინტერაქციის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც პოპულარობით უკვე ჩატს, ელექტრონულ ფოსტას, ხმოვან შეტყობინებებსა და თვით სატელეფონო საუბარსაც კი უსწრებს.

სმს ხდება ერთგვარი კულტურა, რომელსაც მრავალმხრივი მოხმარება და მომხმარებელთა მრავალფეროვანი წრე გააჩნია. სმს უკვე საგრძნობლად გასცდა თავის თავდაპირველ -კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ფუნქციებს და გახდა შემოქმედებისა და არტისტული ინოვაციის საშუალება.

პოექტის მიზანია სმს-ის, როგორც ახალი კულტურისა და მასთან დაკავშირებული ახალი სამეტყველო ტიპის თავისებურებების გამოვლენა-შესწავლა. 

სიცილაკები

Mercredi 14 octobre 2009 3 14 /10 /Oct /2009 09:24


იტალიურ სტუდიაში , adriano design, გამოიგონეს ხატულების კლავიატურა - bajca, რომლის დევიზია "ახალი ემოციური კომუნიკაციები". ახალი კლავიატურა კომპიუტერს უერთდება და სპეციალურ კლავიშებზე განლაგებული 16 სხვადასხვა ემოციის გამოყენების საშუალებას იძლევა. bajca-ს ხატულები ასევე შეიძლება ამოღებუ […]
Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires
Mardi 6 octobre 2009 2 06 /10 /Oct /2009 07:05

შეიძლება გამოვყოთ სიცილაკების ოთხი ძირითადი ფუნქცია : ექსპრესიული, ირონისა და იუმორის გამომხატველი, მიმართებითი (ავტორსა და ადრესატს შორის ურთიერთდამოკიდებულება) და თავაზიანობის ფუნქცია. ექსპრესიული სიცილაკები ექსპრესიული სიცილაკები გასაგებს ხდის შეტყობინების ავტორის გ […]
Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires
Mardi 6 octobre 2009 2 06 /10 /Oct /2009 06:51

იაპონიაში სიცილაკებს კაო მააკუ ანუ « სახის გამოსახულება » ეწოდება. მათი თავისებურება ჩვეულებრივ სიცილაკებთან შედარებით არის ის, რომ მათ წასაკითხად თავის გადახრა არ არის საჭირო, თვალები კი წერტილების მაგივრად უფრო ხშირად ტირეებითაა გამოსახული. ჰოკაიდოსა (იაპონია) და ალბერტას (კანადა) უნივერსი […]
Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires
Lundi 21 avril 2008 1 21 /04 /Avr /2008 07:22

გრაფიკული სიცილაკების ანალოგს წარმოადგენს მათი ტექსტური ვარიანტები, რომელთა გამოხატვაში გამოიყენება მხოლოდ სასვენი ნიშნები. პირველი ტექსტური სიცილაკები, :-) და :-( , შემოთავაზებულ იქნა 1982 წლის 19 სექტემბერს კარნეჯი მელონ უნივერსიტეტის (Carnegie Mellon University) კომპიუტერულ […]
Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires
Dimanche 20 avril 2008 7 20 /04 /Avr /2008 19:20

გრაფიკული სიცილაკი ორი წერტილითა და ფრჩხილით გამოხატული მრგვალსახიანი ფიგურაა, რომელიც პირველად გამოჩნდა ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნის ( New York Herald Tribune) 1953 წლის 10 მარტის ნომრის მე-20 გვერდზე. ყვითელი ფერი და საბოლოო ფორმა მას მისცა ჰარვეი ბალმა 1963 წელს, ერთ-ერთი ამერიკული სადაზღ […]
Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires

კომენტარები

Créer un blog gratuit sur over-blog.com - Contact - C.G.U. - Rémunération en droits d'auteur - Signaler un abus