სმს-ის წარმოშობა და განვითარება

Publié le par ნათია

მობილური ტელეფონის მომხმარებელთათვის ტექსტური შეტყობინებების შეთავაზების იდეა 1980-იანი წლების დასაწყისში ბევრ მობილურ ოპერატორს ჰქონდა. SMS ძირითადად განიხილებოდა, როგორც მობილური ოპერატორისგან მომხმარებელთა გაფრთხილების საშუალება, მაგალითად ხმოვანი შეტყობინების მიღებისას. თუმცა მაშინ თითქმის არავინ ფიქრობდა, რომ ეს ახალი სერვისი თავად მომხმარებელთა შორის ტექსტურო შეტყობინებების გაგზავნის საუკეთესო გზა გახდებოდა.

1985 წლის თებერვალში, მას შემდგე რაც GSM-ის ქვეჯგუფ WP3-ში ჩატარებული განხილვის შედეგად SMS მიჩნეულ იქნა ახალი ციფრული ფუჭვური სისტემის შესაძლო სერვისად, დასკვნის სახით შემუშავდა GSM-ის რეკომენდაცია "TeleServices supported by a GSM PLMN." [1], სადაც მოცემული იყო სამი ახალი სერვისის აღწერა:

1. Short message Mobile Terminated (SMS-MT)/ Point-to-Point: ქსელის უნარი გადასცეს მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურ ტელეფონს. შეტყობინება შეიძლება გაგზავნილ იქნას როგორც ტელეფონიდან ასევე კომპიუტერული აპარატით.


2. Short message Mobile Originated (SMS-MO)/ Point-to-Point: ქსელის უნარი გადასცეს მობილური ტელეფონებიდან ერთმანეთისადმი გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეყობინებები. შეტყობინება შეიძლება გაგზავნილ იქნას მობილურ ტელეფონსა ან კომპიუტერულ აპარატზე.


3. მოკლე ტექსტის დაგზავნის სიები (რამდენიმე აბონენტისთვის ტექსტის ერთდროულად გაგზავნა).

აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაევალა GSM-ის ახალ ჯგუფს, IDEG-ს (the Implementation of Data and Telematic Services Experts Group), რომელმაც ახალი სერვისი დაიწყო 1987 წელს ფრედჰელმ ჰილბრანდის ხელმძღვანელობით. დღეისთვის არსებული ტექნიკური სტანდარტები უმეტესწილად სწორედ IDEG-ის მიერ იქნა შექმნილი.

პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნილ იქნა GSM-ის ქსელით კომპანია Vodafone-ის მიერ ინგლისში 1992 წლის 3 დეკემბერს, ნეილ პეიპვორსის მიერ (პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით) რიჩარდ ჯარვისისადმი. [2]. შეტყობინების ტექსტი იყო "Merry Christmas".[3] ხოლო მობილურ ტელეფონზე აკრებილი პირველი SMS-ი 1993 წელს გაგზავნა სტუდენტმა რიკუ პიკონენიმ .[4]

თავიდან SMS-ის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან ნელა იზრდებოდა. 1995 წელს თვეში GSM-ის ერთ მომხმარებელზე საშუალოდ 0,4 შეტყობინება იქნა აღრიცხული. .[5] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ თაღლითობების თავიდან ასაცილებლად ოპერატორები სისტემას ძალიან ნელა ტვირთავდნენ. დროთა განმავლობაში ეს შეფერხება ამოფხვრილ იქნა და 2000 წლისათვის ერთ მომხმარებელზე შეტყობინებათა რიცხვმა 35-ს მიაღწია ,[5] ხოლო 2007 წლის 1 იანვარს მარტო ინგლისში ყოველ საათში 9 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნებოდა. .[6]


სქოლიო:

1. GSM TS 02.03, Teleservices Supported by a GSM Public Land Mobile Network (PLMN).

2. I put the Gr8 in Britain May 2007, London Magazine.

3. UK hails 10th birthday of SMS, December 2002, The Times of India.

4. False dawn of the photo phone boom, Jan 2003, The Scotsman.

5. 5.0 5.1 GSM World press release

6. Stats & Research: 9 Million New Year Greetings An Hour, 160 Characters, 26 January 2007.

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article