იაპონური სიცილაკები

Publié le par Natia

იაპონიაში სიცილაკებს კაო მააკუ ანუ « სახის გამოსახულება » ეწოდება. მათი თავისებურება ჩვეულებრივ სიცილაკებთან შედარებით არის ის, რომ მათ წასაკითხად თავის გადახრა არ არის საჭირო, თვალები კი წერტილების მაგივრად უფრო ხშირად ტირეებითაა გამოსახული.

ჰოკაიდოსა (იაპონია) და ალბერტას (კანადა) უნივერსიტეტებში ფსიქოლოგების ჯგუფმა მასაკი იუკის ხელმძღვანელობით, გააანალიზეს თუ როგორ შიფრავენ იაპონლები და ამერიკელები სახის ექსპრესიებს. გაირკვა, რომ ამერიკელები მთავარ ყურადღებას აქცევენ ტუჩებს, იაპონელები კი - თვალებს. სწორედ ეს უდევს საფუძვლად იმ ფაქტს, რომ დასავლურ სიცილაკებში უმეტესწილად პირის ფორმა იცვლება, მაგ :   :)     :(    :|     :D ,  ხოლო იაპონურებში - თვალების :  ^_^       ô_O      -_-      >_<    და ა.შ
Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article