გრაფიკული სიცილაკები

Publié le par Natia

გრაფიკული სიცილაკი ორი წერტილითა და ფრჩხილით გამოხატული მრგვალსახიანი ფიგურაა, რომელიც პირველად გამოჩნდა ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნის ( New York Herald Tribune) 1953 წლის 10 მარტის ნომრის მე-20 გვერდზე.

ყვითელი ფერი და საბოლოო ფორმა  მას მისცა ჰარვეი ბალმა 1963 წელს, ერთ-ერთი  ამერიკული სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით. სულ მალე სიცილაკმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა ნიშნის საავტორო უფლების დაცვისა, ამერიკაში ჯერ კიდევ პროცესის დასრულებამდე გახდა იგი პოპულარული და მისმა გამოყენებამ საჯარო ხასიათი მიიღო.

გრაფიკული სიცილაკი პოპულარული გახადეს 1970-იანი წლების დასაწყისში ძმებმა მიურეი და ბერნარ სპეინებმა. ისინი აწარმოებდნენ ყავის ჭიქებს, მაისურებსა და მისაკრავ ქაღალდებს, რომლებზეც გამოსახული იყო სიცილაკი და წარწერა: «ბედნიერ დღეს გისურვებთ » ("Have a happy day" ).

 თავის მხრივ, ლონდონში არსებული საზოგადოების, SmileyWorld –ის პრეზიდენტი ფრანკლინ ლუფრანი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ლოგო მან თავად შექმნა 1971 წელს რამდენიმე ევროპულ გაზეთში სასიამოვნო ახალი ამბების ხაზგასასმელად და მკითხველთა კარგ ხასიათზე დასაყენებლად.

 

მანვე განავითარა სიცილაკების სხვადასხვა ვარიანტები და აღნიშნული ლოგო
 
სამარკო ნიშნად აქცია. დღეისთვის ეს ნიშანი ფრანკლენ ლუფრანის მიერ დარეგისტრირებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი საზოგადოება, SmileyWorld, თანამშრომლობს ტანსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, კანცელარიის, სათამაშოების, საკვებისა და ა.შ. მწარმოებლებთან.

1997 წელს, მისმა ვაჟმა, ნიკოლა ლუფრანმა განავითარა აღნიშნული ლოგოს 100-ზე მეტი ვარიაცია.

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article