სმს-ის ტექნიკური უპირატესობები და შეზღუდვები

Publié le par ნათია

სმს-ის მზარდი პოპულარობა კომუნიკაციის სხვა ფორმებთან შედარებით მის გარკვეულ უპირატესობებს ემყარება:

შეტყობინება, როგორც წესი, რამდენიმე წამში აღწევს ადრესატამდე. გამგზავნს კი შეუძლია მიიღოს SMS-ის ადგილზე მისვლის დამადასტურებელი მოხსენება.

შეტყობინების გაგზავნა შესაძლოა მაშინაც კი, როცა ადრესატის ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. როგორც კი ადრესატი ხაზზე გამოვა, შეტყობინება მიეწოდება. გამგზავნი კი ამ დროს მიიღებს მოხსენებას, რითაც შეიტყობს ადრესატის ხაზზე გამოსვლის შესახებ.

SMS-ის გაგზავნა შეიძლება მაშინც, როცა ადრესატი ტელეფონით საუბრობს.

SMS უხმაუროა - ზარის გამორთვის შემთხვევაში SMS-ის მიღება შეიძლება გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი დარჩეს.

SMS არ მოითხოვს დაუყოვნებელ პასუხს.

მომხმარებელს შეუძლია SMS-ის კონტროლი. შესაძლებელია მობილურ ტელეფონში გაგზავნილი/მიღებული შეტყობინების შენახვა და საჭიროების დროს მისი გამოყენება.

SMS შეტყობინებას თავისი შეზღუდვებიც გააჩნია. ძნელია პატარა, შედარებით რთულ კლავიატურაზე ასოების აკრეფა, შეტყობინების სიგრძე 160 ნიშნითაა შეზღუდული, ეკრანიც პატარაა. აპარატი სწრაფად იცლება და ხშირად სჭირდება დამუხტვა.

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article